“ახალ კორონავირუსს, რომელსაც მანამდე მკვლელს ვეძახდი, ამ ვირუსს ეს სახელი დღეს შეკვეცილი აქვს. არ ვეძახით უკვე რამდენიმე კვირაა, მე პირადად არ დამიძახია, არც გამიფიქრებია, რომ არ მოგატყუოთ. შეეგუება ამ ვირუსს დღევანდელი კაცობრიობა. ვირუსის ფუნქციაც დარბილდება ის არ იქნება ისეთი აგრესიული როგორიც, გაჩნდა თავიდან.”
ლევან რატიანი – საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
აღნიშნული განცხადება რატიანმა, “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდარიპ ეთერში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 29 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 517 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 178 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5153 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,165,235 მიაღწია. გარდაიცვალა 219,513 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 976,081 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.