ახალი ამბები მთავარი ციტატა

“რას უზამთ იმას, რომ ჩვენთან 6 ადამიანია გარდაცვლილი და სხვაგან 6 000, 60 000?!” – ცერცვაძე

“თუნდაც ახლა გამოკვლევაში ტესტები ცოტა გვქონდა, მაგრამ ეს ცოტა ტესტი უფრო ეფექტურად იქნა გამოყენებული. შეგიძლიათ, ეს ყველაფერი არ დაიჯეროთ, მაგრამ რას უზამთ იმას, რომ ჩვენთან 6 ადამიანია გარდაცვლილი და სხვაგან 6 000, 60 000. ხო შედეგით იზომება ყველაფერი? ცოტაა ჩვენთან გაკეთებული ტესტი, მაგრამ მაქსიმალური სარგებლიანობითაა ეს ტესტი გამოყენებული.“

თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

აღნიშნული განცხადება ცერცვაძემ, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 517 შემთხვევაა დადასტრებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 178 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5153 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,165,235 მიაღწია. გარდაიცვალა 219,513 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 976,081 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....