ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ყველა კლინიკაში, ვისაც პნევმონია დაუდასტურდება, იკვლევენ კორონავირუსზე” – ცერცვაძე

“ვისი გამოკვლევაც საჭირო იყო, იმათ ყველას იკვლევდნენ [ახალ კორონავირუსზე]. ამას დაემატა ახლა ისიც, რომ ყველა კლინიკაში, არამარტო ცხელების ცენტრებში, ყველას, ვისაც პნევმონია დაუდასტურდება და ყველას, ვისაც ტემპერატურის მატება აქვს, თუნდაც სხვა მიზეზით, იკვლევენ კორონავირუსზე. საქართველოს ყველა რეგიონის ნებისმიერ კლინიკაში მოხვედრილ პაციენტს.”

თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

აღნიშნული განცხადება ცერცვაძემ, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 517 შემთხვევაა დადასტრებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 178 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5153 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,165,235 მიაღწია. გარდაიცვალა 219,513 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 976,081 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....