ახალი ამბები მთავარი ციტატა

“არის იმედები, რომ კორონავირუსი ისეთივე სეზონური აღმოჩნდება, როგორც გრიპი..” – ცერცვაძე

“არ ვიცით, ახასიათებს თუ არა მას სეზონურობა. არის იმედები, რომ ის ისეთივე სეზონური აღმოჩნდება, როგორც გრიპი და ეს დიდი ბედნიერება იქნება, თუ მაისიდან ვირუსი უკუგანვითარებას დაიწყებს და დაღმასვლით წავა. ან შეიძლება ასე არ მოხდეს და მთელი წელი გაგრძელდეს ან ზაფხულში კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს. არ ვიცით, ძალიან მნიშვნელოვანი რამე: ტოვებს თუ არა ვირუსი იმუნიტეტს და თუ ტოვებს, როგორს. ის ტოვებს მყარ იმუნიტეტს, როგორც წითელა თუ ის ტოვებს ნაწილობრივ იმუნიტეტს, რომელიც დაახლოებით 60-70%-ით იცავს კოვიდგადატანილ პაციენტებს, როგორც ეს არის გრიპის შემთხვევაში.“

თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

აღნიშნული განცხადება ცერცვაძემ, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 517 შემთხვევაა დადასტრებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 178 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5153 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,165,235 მიაღწია. გარდაიცვალა 219,513 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 976,081 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....