“პირველადაა, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია და ვისურვებდი, ასე გაგრძელდეს”
მარინა ეზუგბაია, ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი
ჟურნალისტებთან
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 517 დადგენილი შემთხვევაა. აქედან, 168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5 153 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549 პირი.