aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წინასწარი ინფორმაციით, მეუფე იობს შესაძლოა წმინდა სინოდი დაატოვებინონ

aviabiletebi
ავიაბილეთები

შესაძლოა, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდიდან დღის წესრიგში მეუფე იობის გარიცხვის საკითხი დადგეს. მღვდელმთავრები ეპისკოპოსის საკითხს განიხილავენ.

ხოლო, მეუფე იობის სინოდიდან შესაძლო დატოვების მიზეზი ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის მომხდარი კრიმინალური შემთხვევის დამალვა სახელდება.

როგორც “მთავარ არხთან” მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, სინოდი ამ საკითხს შეისწავლის და მეუფე იობთან დაკავშირებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

“მისი (მამა დავითის) ეს მოქმედება, კრიმინალური თვალსაზრისით, აუცილებლად სასამართლომ უნდა განიხილოს. სასამართლომ უნდა გაარკვიოს, არის ეს ბრალის ხელის დაფარება თუ არ არის?!

ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ როცა საქმე სასულიერო პირს ეხება, სიფრთხილეა საწირო, რადგან მათთან ძალიან ბევრ ადამიანს აქვს შეხება და ამას შეიძლება დადებითი ან უარყოფითი შედეგი ჰქონდეს. სიფრთხილეა საჭირო, როცა ასეთი მაღალი იერაქრიის სასულიერო პირზეა საუბარი. თქვან გაინტერესებთ მეუფე იობის საქციელის შეფასება?! – ჩვენ ამას შევისწავლით და იმის მიხედვით რა გვექნება ხელთ, ადეკვატურად მოვიქცევით “- განაცხადა “მთავარ არხთან” მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

ცნობისთვის, მეუფე იობმა 20 აპრილს ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების ფაქტი უარყო. საბოლოო ჯამში კი პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით, მეუფის შვილობილი, მამა დავითი დააკავა.

“მეტრონომი” საპატრიარქოს დაუკავშირდა და სინოდიდან მეუფე იობის შესაძლოა გარიცხვა გადაამოწმა. თუმცა, საპატრიარქოს წარმომადგენელმა ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო და განაცხადა, რომ თუ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დადგება, ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება.

 

იტვირთბა....