მთავარი ციტატა

“ზურაბიშვილის ყოველი მორიგი განცხადებით იპყრობს ახალ სიმაღლეს, ბოლო განცხადება კი არის კარგი მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს პრეზიდენტი”

“საქართველოს პრეზიდენტის განცხადება არის მორიგი ჩვენება იმისა, თუ როგორი უპასუხისმგებლო პრეზიდენტი გვყავს, რომელიც პირდაპირ, თავისი განცხადებებით და შეფასებებით ერევა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის შიდა საქმეებში. ის საქართველოს ინტერესზე კი არ ფიქრობს, ფიქრობს „ქართული ოცნების“ პარტიულ ინტერესებზე და მზად არის პოლიტიკურ დაპირისპირებას გადააყოლოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ამას აკეთებს ღიად და დაუფარავად. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, როგორ არ შეეფერება თანამდებობას ქალბატონი ზურაბიშვილი. ასეთი განცხადებები ბევრი გაუკეთებია, მაგრამ ყოველი მორიგი განცხადებით იპყრობს ახალ სიმაღლეს და ეს ბოლო განცხადება არის კარგი მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა იქცეოდეს პრეზიდენტი,”

სერგი კაპანაძე – პარტია “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი

აღნიშნულით სერგი კაპანაძე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც უკრაინის მთავრობაში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას აკრიტიკებს.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, მას ვერ წარმოუდგენია რომელი ადამიანი შეიძლება იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინას უღირდეს, მის გამო სასწორზე დადოს ორ სახელმწიფოთა შორის ხანგრძლივი ურთიერთობა.

ცნობისთვის, 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ლიდერმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხები ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობაში კრიტიკა მოჰყვა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის მთავრობაში ორ სახელმწიფოს შორის პარტნიორობისა და მეგობრობას დააზიანებს. 

 

 

 

იტვირთბა....