ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსი არც ივნისში აღმოიფხვრება, არც ივლისში და არც აგვისტო-სექტემბერში..” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსი არც ივნისში აღმოიფხვრება, არც ივლისში და არც აგვისტო-სექტემბერში. ჩვენ ამ ტიპის რესპირაციულ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ.

მისი თქმით, მოქალაქეებმა შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი აღიქვეს ისე, თითქოს კორონავირუსი დამარცხებულია.

„კორონავირუსი არც ივნისში აღმოიფხვრება, არც ივლისში და არც აგვისტო-სექტემბერში. ჩვენ ამ ტიპის რესპირაციულ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ. მთავრობამ წარადგინა 6-ეტაპიანი გეგმა და ვემხრობი შეზღუდვების შემსუბუქებას, მაგრამ რამდენიმე მთავარი შეზღუდვა უნდა დარჩეს. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას – მათ რატომღაც მოქალაქეებმა ეს შემსუბუქების პირველი ეტაპი აღიქვეს ისე, რომ კორონავირუსი დამარცხებულია და ახლა ყველაფერი შეიძლება გავაკეთოთ. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს დახურულ შენობებში პირბადეებით სიარული, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის მკაცრი წესების დაცვა, მასობრივი შეკრებებისგან თავის არიდება. მსოფლიოში დამკვიდრდა ახალი ტერმინი – პოსტკორონავირუსული სამყარო. ეს ეხება არა მხოლოდ მედიცინას, არამედ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებას. 1-2 თვის შემდეგ ხანდაზმული ადამიანებისთვის მოწოდება „დარჩით სახლში“ შეიძლება აღარ იყოს ისეთივე მკაცრი . 6-8 თვის შემდეგ, დიდი ალბათობით, გვექნება მედიკამენტები, რომლებიც ამ კორონავირუსზე პირდაპირ იმოქმედებენ. დიდი ალბათობით, წლის ბოლოსთვის იქნება შექმნილი ვაქცინა. ამიტომ გვჭირდება ეს შეზღუდვები, თავდაცვის წესები იმისთვის გვჭირდება, რომ სპეციალისტებმა ვაქცინის შექმნა მოასწრონ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 511 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 168 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5085 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,089,948 მიაღწია. გარდაიცვალა 212,916 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 935,757 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....