ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ეს არის ძალიან ცუდი კოპია იმ მოდელისა, რომელიც ლელომ შესთავაზა მთავრობას” – ხაზარაძე ანტიკრიზისულ გეგმაზე

“ეს არის გაუმჭვირვალე ფულის ხარჯვა, რომელიც არის ძალიან მოკლე ვადიანი, რომელიც შედეგს არ მოიტანს. ეს არის ძალიან ცუდი კოპია იმ მოდელისა და იმ გეგმისა, რომელიც ლელომ შესთავაზა მთავრობას, საზოგადოებას და ა.შ. იმიტომ, რომ სოციალური დახმარებით ანტიკრიზისულ პრობლემას ვერ გადაწყვიტავ.”

მამუკა ხაზარაძე – “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი

აღნიშნული განცხადება ხაზარაძემ, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 511 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 156 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5085 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,089,948 მიაღწია. გარდაიცვალა 212,916 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 935,757 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....