მთავარი ციტატა

“როცა ჩინეთმა თავდაპირველად თქვა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა, უნდა გვენერვიულა”- ნიუ-იორკის გუბერნატორი

“როცა გავიგეთ, რომ ჩინეთში ვირუსი იყო და ჩინეთმა თავდაპირველად თქვა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა, უნდა გვენერვიულა. ნეტა ვინმეს მაშინ განგაშის ზარი აეტეხა და თუ ასეთი არავინ იყო, ნეტავ ეს მე ვყოფილიყავი დეკემბერში ან იანვარში… ახლა თავს უკეთესად ვიგრძნობდი და ვიტყოდი, მე გაგაფრთხილეთ, მაგრამ ამის თქმა არ შემიძლია.”

ენდრიუ ქუომო- ნიუ – იორკის გუბერნატორი

ამის შესახებ ნიუ – იორკის გუბერნატორმა კორონავირუსთან დაკავშირებით ამერიკულ მედიასთან განაცხადა.

ცნობისთვის, აშს-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ  კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით სერიოზული გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ტრამპი აღნიშნავს, ის დარწმუნებულია, რომ ვირუსის შეჩერება შესაძლებელი იყო, “მაგრამ მაგრამ ვიღაცამ დიდი ხნის წინ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, არ გაეკეთებინა ეს.”

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში მსოფლიო ლიდერების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა ბრალდება ჩინეთის მიმართ, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილია და ჩინეთი რეალურ მონაცემებს მალავს.

იტვირთბა....