რუსეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით, ჩინეთის შემდეგ, ირანის მონაცემებსაც გადაუსწრო.
ქვეყანაში ამ დროისთვის ვირუსით ინფიცრებულთა რაოდენობა 93 558-ს შეადგენს, მათგან 867 გარდაიცვალა, ხოლო 8 846 გამოჯანმრთელდა.
ხოლო, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის კორონავირუსის 6 411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 3 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 3 მილიონ 075 ათას 891 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 211 ათას 257 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 995 ათას 954 – გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა