მთავარი ციტატა

“რაც “ნაცმოძრაობას” ადარდებს ისაა, რომ ხალხზე უფრო მეტად არ იძალადეს და ამიტომ ვერ მოახერხეს ხელისუფლების შენარჩუნება”

“ცინიზმის მწვერვალია, რომ გირგვლიანის საქმეზე საუბრისას, რომელშიც მერაბიშვილის ოჯახის წევრიც  ფიგურირებდა და მონაწილეობდა, მისი შეფასებით, გირგვლიანის ოჯახს უბრალოდ დისკომფორტი შეექმნა. გუშინდელ ეთერში მისი მხრიდან ლიკვიდაციაზე, ვითომ წამოცდენა, რეალურად სისტემის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო, ხოლო მერაბიშვილი და მისი ჯალათები ამ სისტემის ე.წ. ხერხემალი. ერთადერთი, რაც მათ ადარდებთ გამოიკვეთა გუშინ კარგად,  ის არის, რომ ქართველ ხალხზე უფრო მეტად არ იძალადეს და მათი აზრით, სწორედ ამიტომ ვერ მოახერხეს ხელისუფლების შენარჩუნება.”

კახა კალაძე – დედაქალაქის მერი

აღნიშნულით კახა კალაძემ “იმედის” ეთერში ჩართვისას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშილის და “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას ინტერვიუს გამოეხმაურა.

ცნობისთვის, ვანო მერავიშვილმა  „მთავარი აქცენტები“ სტუმრობისას წინა ხელისუფლების მმართველობაზე ისაუბრა. მერაბიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ  ე.წ. ციხის კადრების ნაწილი დადგმული იყო და მას ამასტან კავშირი არ ჰქონია.

 

იტვირთბა....