ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“რუსეთი და ჩინეთი შეგნებულად ავრცელებენ დეზინფორმაციას COVID-19-ზე” – იენს სტოლტენბერგი

რუსეთი და ჩინეთი შეგნებულად ავრცელებენ დეზინფორმაციას COVID-19-თან დაკავშირებით. ისინი ცდილობენ დაარვიონ ევროატლანტიკური ალიანსის ქვეყნების ერთიანობა – ამის შესახებ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის პირველივე დღეებიდან NATO-მ არაერთხელ გააფრთხილა მსოფლიოს საზოგადოება, დასახელებული ქვეყნების მხრიდან დეზინფორმაციის “სახელმწიფო და არასახელმწიფო დონეზე” დაგეგმილ და კარგად ორგანიზებულ კამპანიის შესახებ.

ახლა კი რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები ცრუ ოფიციალურ განცხადებებს აკეთებენ, იმ მიმართულებით, რომ ალიანსის წევრებმა ერთმანეთი მიატოვეს პანდემიასთან ბრძოლაში, ნერგავენ აზრს, რომ მათ არ შეუძლიათ დაავადებასთან და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება, არ სურთ დაიცვან ხანშიშესული მოსახლეობა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,025,724 მიაღწია. გარდაიცვალა 209,001 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 893,196 პაციენტი.

27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 496 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 149 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4932 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 568.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....