“შეზღუდვების მოხსნა უნდა მოხდეს ნელ-ნელა. დღეს უკვე დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ხალხს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება თითქოს კორონავირუსის ინფექცია ჩვენ უკვე დავამარცხეთ საქართველოში და აწი ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში უნდა დაბრუნდეს. არა ბატონებო, ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება ისე, რომ ამან მოგვიტანოს მინიმალური ზიანი. ამიტომ ეს შემსუბუქებები უნდა იყოს ინტერვალებით, როგორც ეს საქართველოს მთავრობამ გააკეთა 6 ეტაპია სულ.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 496 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 149 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4932 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 568.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,025,724 მიაღწია. გარდაიცვალა 209,001 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 893,196 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.