ახალი ამბები მთავარი ციტატა

“საქართველო კორონავირუსის მეორე შეტევას შემოდგომა-ზამთარში უნდა ელოდოს” – გამყრელიძე

გამყრელიძე

საქართველო კორონავირუსის მეორე შეტევას შემოდგომა – ზამთარში უნდა ელოდოს. ასეთივე მეორე ტალღას მსოფლიოს არა ერთი ქვეყანა ელოდება – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

განცხადება ამირან გამყრელიძემაც გააკეთა და ქვეყანაში ტესტების მარაგსა და კვლევების ჩატარებაზე ისაუბრა.

“დაგეგმილია, რომ ამ თვის ბოლოს დღეში 1000 ტესტირებაზე უნდა ავიდეთ, მაისის თვეში გვინდა 2000-ზე ასვლა, ხოლო თუ შევძელით იქნება 3000 ტესტამდე ასვლაც ესე ხდება სხვა ქვეყნებში. სწორედ ახლა ეს კვირა და შემდგომი კვირა არის მეტად საფრთხილო” – აცხადებს გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 496 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 149 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4932 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 568.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,025,724 მიაღწია. გარდაიცვალა 209,001 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 893,196 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....