ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვანო მერაბიშვილს ჭკუა და განათლება არასდროს ჰქონია, არასდროს ყოფილა გამორჩეული ლიდერი..” – სუბარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი “ტვ იმედის” პირდაპირ ეთერში,  შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშილის და “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას ინტერვიუს გამოეხმაურა.

როგორც სუბარმა განაცხადა, მერაბიშვილს 20 წელია იცნობს და მისი თქმით, ის არასდროს ყოფილა გამორჩეული ლიდერი.

„ვანო მერაბიშვილს დიდი ხანია, 20 წელია, ვიცნობ. ვიცნობდი, როდესაც იყო არასამთავრობო ორგანიზაციაში; როდესაც იყო ოპოზიციაში. არასდროს ყოფილა გამორჩეული ლიდერი და არც მაღალი აზრი მის მიმართ არ მქონია. ბუნებრივია, მას ვერც ციხე უშველიდა, ვერ დააბრძენებდა და დააჭკვიანებდა და ვერც თანამდებობამ უშველა.

იყო შსს და უშიშროება გაერთიანებული, განუსაზღვრელი უფლებებით იმ მხრივ, რომ უსმენდნენ ყველას, ჰქონდათ 20000-ზე მეტი ფარული ჩანაწერი, რომელიც განადგურდა ჩვენს მიერ. ეს ყველაფერი იყო კომპრომატი, რომლითაც ვიღაცებს აშანტაჟებდნენ და ეს იყო მათი ძალაუფლება და პლუს, ციხეში მოხვედრის ყველას ეშინოდა.

ასეთ ადამიანს ბუნებრივია, ჰქონდა ძალაუფლება და შეიქმნა ეს მითი მისი განუსაზღვრელი შესაძლებლობებისა და ძალაუფლების შესახებ, თორემ, მას არც ჭკუა ჰქონია არასდროს და არც განათლება” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

იტვირთბა....