ახალი ამბები მთავარი ციტატა

“გვაქვს მტკიცებულება, რომ ინფიცირების შემთხვევების ნახევარი ხდება მანამ, სანამ დაავადებულს სიმპტომები გამოუვლინდება” – დროსტენი

„ახლა გვაქვს მტკიცებულება, რომ ინფიცირების შემთხვევების ნახევარი ხდება მანამ, სანამ დაავადებულს სიმპტომები გამოუვლინდება. პირი სიმპტომების გამოჩენამდე ორი დღით ადრე უკვე გადამდებია. ანუ, ადამიანების კონტაქტების გამოვლინება დროის წინააღმდეგ ბრძოლაა. საჭიროა ყველა პოტენციურად დაავადებულის გამოვლინება რაც შეიძლება მალე.“

კრისტიან დროსტენი – ბერლინში შარიტეს ჰოსპიტალის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი

აღნიშნული განცხადება დროსტენმა, The Guardian-თან ინტერვიუში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,025,724 მიაღწია. გარდაიცვალა 209,001 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 893,196 პაციენტი.

27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 496 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 149 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4932 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 568.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....