ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“კორონავირუსის პანდემია შორსაა დასრულებისგან” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  კორონავირუსის პანდემია ჯერ დასრულებული არ არის, რადგან შემაშფოთებელია ვირუსის გავრცელების ზრდა, აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში.

„მაშინ, როდესაც ევროპაში ახალი შემთხვევების შემცირებასთან ერთად შეზღუდვების შერბილება იწყება, კვლავ მოვუწოდებთ ქვეყნებს, კორონავირუსის ყველა შემთხვევა გამოავლინონ, მათი იზოლირება, ტესტირება და მკურნალობა განახორციელონ, რათა შემცირების ტენდენცია გაგრძელდეს. თუმცა, პანდემია შორსაა დასრულებისგან. ჯანმო კვლავ შეშფოთებულია აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ახალი შემთხვევების ზრდის გამო. ამასთან, ბევრ რეგიონში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა ნაწილი აღრიცხული არ არის, რადგან ბევრ ქვეყანაში ტესტირების მცირე შესაძლებლობა აქვთ“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ 27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 496 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 149 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4932 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 568.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,025,724 მიაღწია. გარდაიცვალა 209,001 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 893,196 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....