“ის, რომ ეპიდემია ჯერ კიდევ არის ეს გვაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ დამატებითი აკრძალვების თავიდან შემოღება დაგვჭირდეს. დღესდღეობით მონიტორინგი მიმდინარეობს და ამ მონიტორინგის შედეგების გაანალიზებით ჩვენ გარკვეული პერიოდის შემდეგ შევძლებთ ვიმსჯელოთ, შესაძლებელი იქნება დამატებით აკრძალვების მოხსნა თუ გარკვეული შეზღუდვების დაწესება ისევ საჭირო გახდება. ამას დრო გვიჩვენებს და ის, რამდენად შევძლებთ ერთობლივად ყველა მოწოდებული მოთხოვნა დავიცვათ.”
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი
აღნიშნული განცხადება ტიკარაძემ, “იმედის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 496 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 149 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4932 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 568.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,025,724 მიაღწია. გარდაიცვალა 209,001 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 893,196 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.