“ორ წლამდე ასაკში ნიღბის გამოყენება რეკომენდებული არაა. ამ ასაკის ბავშვების მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ მათი შვილები არ მოხვდნენ ისეთ არეალში, ისეთ დისტანციაზე სხვა ადამიანებისგან, როცა შეიძლება სხვა ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნათ.”
ხათუნა ზახაშვილი – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი
აღნიშნული განცხადება ზახაშვილმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 496 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 149 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4932 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 568.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,025,724 მიაღწია. გარდაიცვალა 209,001 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 893,196 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.