ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ექიმები ვარაუდობენ, რომ COVID-19 ფილტვების გარდა თირკმლებსაც აზიანებს

აშშ-სა და ჩინეთში ექიმები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის მკვეთრად გაიზარდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც თირკმლის უკმარისობა აქვთ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ცნონით, საავადმყოფოებში ჰემოდიალიზის აპარატების დეფიციტი შეიქმნა, აგრეთვე იმ პერსონალის, რომლებსაც ასეთ პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.

თუმცა, BBC ასევე იუწყება, რომ რადგანაც ახალ ვირუსზე ცოტა რამ არის ცნობილი, არ შეიძლება დარწმუნებით იმის მტკიცება, აზიანებს თუ არა კორონავირუსი ფილტვებს თუ ის უბრალოდ დაავადების გვერდითი მოვლენაა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,025,724 მიაღწია. გარდაიცვალა 209,001 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 893,196 პაციენტი.

27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 496 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 149 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4932 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 568.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....