ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მინისტრები, რომელთაც ყველაზე დიდი სესხები აქვთ

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა იმ მინისტრების და მოადგილეების ათეული, რომელებსაც ყველაზე მაღალი საბანკო სესხები აქვთ.

ორგანიზაციის ცნობით, ათეულში შედიან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ეკატერინე ტიკარაძეს 14-წლიანი იპოთეკური სესხი აქვს საქართველოს ბანკში 115,000-დოლარიანი.

ნათია თურნავას 185-დოლარიანი სესხი საქართველოს ბანკში, ხოლო 325 000-ევროიანი სესხი თი ბი სი ბანკში – ორივე იპოთეკური, 15-წლიანი.

რაც შეეხება ვახტაგ გომელაურს, მას აქვს 80 000-დოლარიანი სესხი, ასევე იპოთეკური.

2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მთავრობის 63 თანამდებობის პირიდან 40-ს (ან მათ მეუღლეებს) აქვს საბანკო ვალდებულება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში” ფიქრობენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. ამ ინფორმაციას მინისტრები თავადაც ასაჯაროებენ ქონებრივ დეკლარაციებში და ამ შემთხვევაში რაიმე დარღვევაზე არ არის მითითებული.

იტვირთბა....