“ხელთათმანების გამოყენებისას ფრთხილად იყავით, არ ჩათვალოთ, რომ რადგან ხელთათმანი გიკეთიათ უსაფრთხოდ ხართ. ხელთათმანი ისევე ისვრება, როგორც ჩვენი ხელები და თუ არ მოხდა ხელთათმანის ხშირი ცვლა, იგივე საფრთხეებს შეგიქმნით ხელთათმანი, რასაც თქვენივე დაბინძურებული ხელები. უმჯობესია ხელი ხშირად დაიბანოთ, ვიდრე ხელთათმანი გამოიყენოთ გამოცვლის გარეშე, მთელი დღე გეკეთოთ ერთი დ აიგივე დაუმუშავებელი ხელთათმანი და ამით გაზარდოთ თქვენი ჯანმრთელობისთის რისკები.”
ხათუნა ზახაშვილი – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპრატამენტის ხელმძღვანელი
აღნიშნული განცხადება ზახაშვილმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 496 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 149 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4932 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 568.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,025,724 მიაღწია. გარდაიცვალა 209,001 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 893,196 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.