ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში შეეძლებათ თვითდასაქმებულებს ერთჯერადი დახმარების მიღება

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის  თამილა ბარკალაიას განცხადებით, თვითდასაქმებულები, რომლებიც ფიზიკურ პირთან მუშაობდნენ, სახელმწიფოსგან ერთჯერად დახმარებას ვერ მიიღებენ.

როგორც თამილა ბარკალიამ აღნიშნა, დახმარების მისაღებად, ფიზიკური პირის მიერ გაცემული საბუთი ვერ იქნება საკმარისი.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სამუშაოს დაკარგვის თაობაზე ცნობა იურიდიული პირისგან უნდა იყოს გაცემული, წინააღმდე შემთხვევაში, თვითდასაქმებული დახმარებას ვერ მიიღებს.

“ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები სამწუხაროდ  ვერ მიიღებენ დახმარებას, იქიდან გამომდინარე რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება ვერ იქნება სამწუხაროდ, საკმარისი.

იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს ცნობა აუცილებლად გაცემული. იმ შემთხვევაში თუ მძღლად მუშაობდა ან ტაქსის მძღოლი იყო ამ  შემთხვევაში ლიცენზია  იქნება საკმარისი. თუმცა თუ ის მძღოლად მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წერილი სამწუხაროდ არ იქნება საკმარისი,” – აღნიშნა თამარ ბარკალაიამ.

ცნობისთვის, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს. გეგმის თანახმად, თვითდასაქმებულ მოქალაქეები, რომლებიც შემოსავლის დაკარგვის ცნობას წარადგენენ,  ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ,

 

იტვირთბა....