ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კოორნავირუსი თეთრიწყაროში მერიის თანამშრომელს დაუდასტურდა

ახალი ტიპის კორონავირუსი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მერიის თანამშრომელს დაუდასტურდა.

ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

რეხვიაშვილის ინფორმაციით, შესწავლილია ინფიცირებულის კონტაქტები და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

“თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფექციის გავრცელების ერთი დადასტურებული ფაქტი დაგვემატა და ეს არის მერიის თანამშრომელი. გუშინვე, მერიის ამ თანამშრომლის მჭიდრო კავშირები იქნა შესწავლილი და მერიის სხვა თანამშრომლებთან ყველასთან მოსულია უარყოფითი შედეგი, დადასტურება არ არის. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც ინფიცირებული იყო, გუშინვე სხვადასხვა კლინიკებში გადამისამართდნენ, ოჯახები არიან როგორც თვითიზოლაციაში, ასევე მკაცრ კარანტინში, 40-ზე მეტი ადამიანი სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილდა”- განაცხადა შოტა რეხვიაშვილმა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კორონავირუსის 20 შემთხვევაა დადასტურებული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 10-ით გაიზარდა და 496 გახდა. მათგან  149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

იტვირთბა....