ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გვყავს 17 პაციენტი მძიმე პნევმონიით, მათთან დაავადების პროგრესიება არ შეინიშნება”- ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში ინფექციით 46 პაციენთია მოტავსებული, მათგან 17-ს კი პნევმონია აღენიშნება.

ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

“კვლავ გვყავს 17 პაციენტი მძიმე პნევმონიით, მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესეულია, ამ პაციენტებთანაც არ შეინიშნებოდა დაავადების პროგრესიება, რაც იმას ნიშნავს, რომ მკურნალობას და მართვას ექვემდებარებოდა და დინამიურად დაიწყება მათთანაც გამოჯანმრთელების მონიტორინგი დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი მათთან მოათავსეს, ხოლო ერთ-ერთი მათგანის წყარო ე.წ. თეთრისყაროს კლასტერს უკავშირდება, ერთი კი მოზარდია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 10-ით გაიზარდა და 496 გახდა. მათგან  149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ცნობისთვის, 25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალ კორონავირუსზე ტესტირება 11 504 ადამიანს ჩაუტარდა. მონაცემების თანახმად, საქართველოში ყველაზე მეტი ტესტი (897) 24 აპრილს ჩატარდა.

იტვირთბა....