ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში COVID 19-ზე ტესტირება ჯამში 11 504 ადამიანს ჩაუტარდა

25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალ კორონავირუსზე ტესტირება 11 504 ადამიანს ჩაუტარდა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მონაცემების თანახმად, საქართველოში ყველაზე მეტი ტესტი (897) 24 აპრილს ჩატარდა.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული. გარდა ამისა, საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით მე-6 პაციენტი, 83 წლის კაცი გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....