ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკინრინგი გრძელდება. დღეს უშუალოდ ქობულეთში 986 ადამიანი შემოწმდა, სოფლებში, ცეცხლაურსა და ჯიხანჯურში კი 737.
შემოწმებულთაგან საეჭვო სიმპტომი არცერთ ადამიანს არ აღენიშნებოდა. ჯამში მუნიციპალიტეტში დღეს თერმოსკრინინგი 1 723 ადამიანს ჩაუტარდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საკარანტინო სოფლებში თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა.
მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი 19 998 ადამიანს ჩაუტარდა.