“როცა ვეღარ დაიტევენ პაციენტებს ჩვენი კლინიკები. საბედნიეროდ, როგორც ვხედავთ, ასეთი სიტუაცია ქვეყანაში არ გვაქვს. თუ ჩვენი კლინიკები ვეღარ დაიტევენ, ისევე როგორც ეს ხდება მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაშინ შეიძლება, ვიფიქროთ, რომ უფრო მეტი ადამიანი დარჩება სახლში სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი დარჩა სახლში სამკურნალოდ, აქ იყო ოჯახური, პირადი მოტივები“
პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ ერთი პაციენტია, რომელიც სახლის პირობებში მკურნალობს.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსით მე-6 პაციენტი, 83 წლის კაცი გარდაიცვალა.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 მოქალაქე.
ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი.