“სამწუხაროდ, ბატონი, რომელზეც გუშინ ვაცხადებდი, რომ იყო ტერმინალურ მდგომარეობაში, დღეს მასთან დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ასაკით ბატონი გახლდათ 83 წლის, ქრონიკული დაავადებებით. ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, ეს ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო და დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”
ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
ამის შესახებ ლევან რატიანმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა
ცოტა ხნის წინ საქართველოში კორონავირუსით მე-6 პაციენტი გარდაიცვალა.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 მოქალაქე.
ქვეყანაში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი.