ახალი ამბები მთავარი

“არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტები ხელმეორედ არ დაინფიცირდებიან” – ჯანმო

“ჯერჯერობით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტები ხელმეორედ არ დაინფიცირდებიან. არსებობს საფრთხე, რომ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დაავადების მიმართ იმუნიტეტი აქვთ, რადგან ტესტით მათ ანტისხეულები გამოუვლინდათ, დაარღვევენ კარანტინს და ხელს შეუწყობენ დაავადების გავრცელება.”

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

აღნიშნულ განცხადებას BBC-ი იუწყება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,865,205 მიაღწია. გარდაიცვალა 199,984 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 816,658 პაციენტი.

25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 456 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 139 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....