ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ეს არ არის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა – ეს არის სოციალური პაკეტი..” – ხუხაშვილი

“ეს არ არის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, როგორხ ხელისუფლება ამას ეძახის. ეს არის სოციალური პაკეტი გარკვეული. ძალიან კრიტიკაც არ მინდა ამ პაკეტის. გასეგებია, რომ ქვეყანას აქვს საკმაოდ მწირი შესაძლებლობები. კარგია, რომ 1000 ლარიც დაარიგოს და მეტიც, ამის საჭიროება არსებობს, მაგრამ მეტის საშუალება ამ ქვეყნის ბიუჯეტს არ აქვს. აქედან გამომდინარე ის რაც კეთდება ეს არ არის საკმარისი, მაგრამ რაც არის ეს არის ვერაფერს ვერ იზამს.”

გია ხუხაშვილი – ექსპერტი

აღნიშნული განცხადება ხუხაშვილმა, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. რითაც გამოეხმაურა მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას.

შეგახსენებთ, რომ 25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 456 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 139 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,865,205 მიაღწია. გარდაიცვალა 199,984 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 816,658 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....