ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის დუმის დეპუტატ კალაშნიკოვს კორონავირუსი დაუდგინდა

რუსეთის დუმის დეპუტატს, ლეონიდ კალაშნიკოვს COVID 19 დაუდგინდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს – ამის შესახებ ინფორმაციას „ინტეფაქსი“ ავრცელებს.

კალაშნიკოვის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის.

„არც თუ ისე კარგი მდგომარეობაა. თავდაპირველად ჩემი მძღოლი დაინფიცირდა და მე მისგან გადამედო. როგორც კი გავიგე, მას შემდეგ კარანტინში ვიყავი, მაგრამ ვირუსი მეც გამომივლინდა. მაღალი სიცხე მაქვს“, – განაცხადა დეპუტატმა კალაშნიკოვმა რუსულ გამოცემასთან საუბარში.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში საერთო ჯამში კორონავირუსის 75000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი, COVID 19-ს ქვეყანაში 681 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტვირთბა....