ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღეს კლინიკა შესაძლოა 16-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვოს” – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, შესაძლოა, დღეს კლინიკა 16-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს.

რატიანის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 112 პაციენტია, აქედან რეანიმაციულ განყოფილებაში რვა პაციენტი, დამატებით არც ერთი შემთხვევა არ დამძიმებულა, სამის მდგომარეობა მძიმეა. ხუთის მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურად რჩება დადებითი დინამიკით.

„დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილური. 44 პაციენტი გყავს ინფიცირებული მწვავე პნევმონიით, მაგრამ უარყოფითი დინამიკის გარეშე. გუშინ მივიღეთ შვიდი ახალი პაციენტი, რომლებთანაც ამ ეტაპამდე არ დასტურდება არანაირი გართულება.

რაც შეეხება გაგზავნილი პასუხებიდან, ყველა მივიღეთ უარყოფითი. ამ ეტაპზე უკვე მიდის ხუთი პაციენტი ვრისუსის გარეშე, ველოდებით 11 პაციენტის ანალიზს. იმედი გვაქვს, რომ 11-ვე იქნება უარყოფითი და დღის განმავლობაში 16 პაციენტი დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 მოქალაქე.

იტვირთბა....