aviabiletebi
მთავარი ციტატა

“პოლიტიკაში, ცხოვრებისგან განსხვავებით, ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს” – კალაძე სააკაშვილის უკარინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას ეხმაურება

“პოლიტიკური დისკომფორტი უნდა იყოს, როცა სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ ორგზის დამნაშავედ ცნობილ პირს სთავაზობს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას… ყველას კარგად გახსოვთ, ცხოვრების საუკეთესო წლები გატარებული მაქვს ამ ქვეყანაში. ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ცხოვრობს იქ და გული შემტკივა უკრაინაზე, ვგულშემატკივრობ ისევე, როგორც საქართველოს და მინდა, რომ როგორც პრობლემები, საერთო მტერი და მიზნები გვაერთიანებს, ასევე ერთიანები ვიყოთ ყველა ასპექტში, ყველა საკითხში. პოლიტიკაში, ცხოვრებისგან განსხვავებით, ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს, არ გამოდის ცალმხრივი პარტნიორობა და მეგობრობა, არ გამოდის ცალმხრივი ანგარიშგაწევა და თანდგომა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

კახა კალაძე, თბილისის მერი

“NEWPOSTS.GE”

შეგახსენებთ,  მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისგან მან უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობის დაკავების შეთავაზება მიიღო.

სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი გახდეს – ამის შესახებ განცხადებები მთავრობის წევრებმა გუშინ ღიად გააკეთეს.

იტვირთბა....