“როდესაც სერგეენკო შეცვალეს ეკა ტიკარაძით, ვიფიქრე, რომ დავიღუპეთ. სერგეენკო – ერთ-ერთი ყველაზე მძიმეწონიანი, ავტორიტეტული მასტოდონტი ჩაანაცვლეს ამ კაფანდარა გოგოთი. მაგრამ, თურმე ძალიან მაგრად ვცდებოდი. ეს ვინ ყოფილა?! ხუთი სერგეენკო ერთად, კვადრატში. ამ კრიზისში მთელ უწყებას მოავლო თავისი რკინისებური ხელი და შეუცდომლად მართავს, 10 ბალიან შტორმში ჩავარდნილი უშიშარი კაპიტანივით. რესპექტ ეკა, ყოჩაღ!!!“
გია აბაშიძე – ანალიტიკოსი
აღნიშნული განცხადება აბაშიძემ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
დღეს, პრემიერმა საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ 24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 431 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 132 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5888 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,762,532 მიაღწია. გარდაიცვალა 193,231 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 763,272 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.