“სარკაზმით დავსვი კითხვა, რომ მენახა, თუ რა მოხდებოდა. ეს ძალიან სარკასტული კითხვა იყო.”
დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი
ტრამპის განცხადებით, მის მიერ გამოთქმული ვარაუდი იმის შესახებ, რომ კორონავირუსის მკურნალობა სადეზინფექციო საშუალებებით შეიძლება, სარკასტული იყო.
შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვარაუდი გამოთქვა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალების შეყვანამ შეიძლება ვირუსი შეაკავოს.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,762,532 მიაღწია. გარდაიცვალა 193,231 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 763,272 პაციენტი.
24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 431 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 132 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5888 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.