„ნიუ იორკში კორონავირუსი ევროპიდან შეიტანეს და არა ჩინეთიდან. ჩვენ ჩავრაზეთ ჩინეთის კარი და ეს სწორი იყო, მაგრამ უკანა კარი ღია დავტოვეთ. ჩინეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტა დაგვიანებული ნაბიჯი იყო. ნიუ იორკის შტატში მკაცრი შეზღუდვების გაუქმება ჯერ ნაადრევია. ჩვენ უფრო ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ, რადგან ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი შესაძლოა ამაო იყოს.”
ენდრიუ კუომო – ნიუ იორკის გუბერნატორი
ნიუ იორკში, ბოლო 24 საათში კორონავირუსს 422 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ნიუ იორკის გუბერნატორი აცხადებს, ამჟამად ნიუ იოკში „ვირუსი უკან იხევს“.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,762,532 მიაღწია. გარდაიცვალა 193,231 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 763,272 პაციენტი.
24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 444 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 132 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5888 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.