“მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით, მიუხედავად იმ დისკომფორტისა, რომელიც შეექმნა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, ამ ბრძოლას. შეუძლებელია იმიტომ, რომ დღეს არ არსებობს მეცნიერულად, აკადემიურად დასაბუთებული არანაირი რეცეპტი, წამალი კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ, გარდა სოციალური დისტანციის დაცვის, პირბადეების ტარების მობილობის შემცირების და ა.შ. სწორედ ამიტომ ჩვენ ვართ და ვიყავით იძულებულები, მიგვეღო ჩვენი მოქალაქეებისთვის საკმაოდ დისკომფორტული ბევრი ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ცვლის.”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.
შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. დაწესდა მკაცრი შეზღუდვები, რომლის მოხსნაც ეტაპობრივად, 27 აპრილიდან დაიწყება.