საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო პროცესი სექტემბრამდე არ განახლდება.
ამის შესახებ გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, 2020 წლის სასწავლო პროცესის აკადემიური წლის გამოცხადება არ იგეგმება.
“სწავლა სკოლებში არ განახლდება პირველ სექტემბრამდე, მაგრამ აკადემიური წელი არ გამოცხადდება, სასწავლო რეჟიმი მიმდინარეობს ნორმალურად“, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში სასწავლო პროცესი მარტის დასაწყისში შეწყდა. თავდაპირველი ინფორმაციით, სასწავლო პროცესი საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლის შემდეგ, 21 აპრილს უნდა განახლებულიყო. თუმცა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძილვდა. სასწავლო პროცესი კი დისტანციურ რეჯიმში მიმდინარეობს, რის გამოც, აკადემიური წელის გამოცხადება არ იგეგმება.