ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კომპანიები, რომლებიც სამუშაო ადგილს შეინარჩუნებენ, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, 6 თვის განმავლობაში სრულ სუბსიდირებას მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ის კომპანია, რომელიც შეინარჩუნებს თითოეულ სამუშაო ადგილს, 6 თვის განმავლობაში  საშემოსავლო გადასახადის ნაწილში  სრულ სუბსიდირებას მიიღებს.

ამის შესახებ გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის ინფორმაციით,  აღნიშნული სუბსიდირებისთვის ბიუჯეტი 250 მლნ ლარით განისაზღვრა.

„ყველა ის სამუშაო ადგილი და ყველა ის ადამიანი, ყველა ის კომპანია, რომელიც შეინარჩუნებს თითოეულ სამუშაო ადგილს 6 თვის განმავლობაში, 750 ლარამდე ხელფასის თვალსაზრისით, მიიღებს სრულ სუბსიდირებას საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

გარდა ამისა, იგივე სახის სუბსიდირებას 750 ლარის ანგარიშით მიიღებს, ყველა სამუშაო ადგილი, რომელიც არის შენარჩუნებული და არის 1500 ლარამდე.

ფაქტობრივად, ჩვენ ამით ვეხმარებით, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე მეწარმეს რომ ამით შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი, ხოლო ჩვენმა მოქალაქემ ხელფასი და შემოსავალი. ამ ღონისძიების ბუჯეტი გახლავთ 250 მილიონი ლარი“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სამსახური დაკარგა, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებს. ხოლო, თვითდასაქმებულ მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. შეღავათები ექნებათ პენსიორებსაც, კერძოდ, 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70- წელს ზემოთ მყოფ პენსიონრებს – 25 ლარით.

 

 

იტვირთბა....