ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანამ “ჯანმო” დაფინანსება აღარ აღუდგინოს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო არ გამორიცხავს, რომ აშშ-მ, შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება აღარ აღუდგინოს.

მისივე თქმით თქმით, კორონავირუსის პანდემიამ ჯანდაცვის მსოფლიო ორაგანიზაციის ფუნქციონირების გადახედვის საჭიროება გააჩინა და არ არის გამორიცხული, ვაშინგტონმა ალტერნატიული ორგანოს შექმნაზეც იმსჯელოს.

“ეს შესაძლოა გახდეს საკითხი, რომელსაც აშშ აღარ მიუბრუნდეს და ამერიკელი გადასახადის გადამხდელების დოლარები ჯანმო-ში აღარ წავიდეს,“ – აღნიშნა პომპეომ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “ჯანმო” არაერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ესაა ორგანიზაციაა, რომელიც ჩინეთზე არის ორიენტირებული. ამის შემდეგ, 14 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეუწყვიტა. ტრამპა დაფინანსების შეჩერების მიზეზად “ჯანმოს” მიერ ვირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვა და ეპიდემიის არაეფექტურად მართვა დაასახელა, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა.

დაფინანსების შეცერების შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ  შესაძლოა “ჯანმოსთვის” განკუთვნილი თანხა ქვეყანამ სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გადაურიცხოს. საუბარია 400 მილიონ დოლარზე, რომელიც აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის უნდა გადაერიცხა.

 

 

იტვირთბა....