მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუჩერა, შესაძლოა ის თანხა ქვეყანამ სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გადაურიცხოს.
საუბარია 400 მილიონ დოლარზე, რომელიც აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის უნდა გადაერიცხა.
ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სააგენტო “როიტერი“ ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმდინარე წელს 58 მილიონი დოლარი უკვე გადაურიცხა, რაც 2020 წლის საწევროს ნახევარია.
დამატებით აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიონი დოლარით ნებაყოფლობით აფინანსებდა.
“ჩვენ ვაჩერებთ მეორე ტრანშს. ძალიან მარტივად ამ ფულის მიცემა შეგვიძლია, „წითელი ჯვრისთვის“ ან სხვა მსგავსი ორგანიზაციისთვის“, – განუცხადეს “როიტერს“ თეთრი სახლის ადმინისტრაციაში.
14 აპრილს,ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეუწყვიტა.
ტრამპა დაფინანსების შეჩერების მიზეზად “ჯანმოს” მიერ ვირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვა და ეპიდემიის არაეფექტურად მართვა დაასახელა, რის შედეგადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა.