ახალი ამბები მთავარი ციტატა

“41 წლის ქალბატონი გამოვტაცეთ სიკვდილს ამ მედიკამენტით და გადავარჩინეთ” – ენდელაძე

“მკურნალობაზე და პლაქველინის გამოყენებაზე შეიქმნა ერთი ამბავი. ჯერ ერთი ის მთელ მსოფლიოში გამოიყენება, მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე უამრავი მასალა შევისწავლეთ, მრავალი ტელეხიდი შედგა და ამის მერე გადაწყდა ამ პრეპარატის გამოყენება, თუმცა რა თქმა უნდა, ყველასთვის პლაქვენილით არ გვიმკურნალია. გარდა პლაქველინისა სხვა მრავალ მედიკამენტს ვიყენებთ. მაგალითად, გამოვიყენეთ ტოცილიზუმაბი, რომელიც ძალიან ძლიერი მედიკამენტია, მაგრამ 41 წლის ქალბატონი გამოვტაცეთ სიკვდილს ამ მედიკამენტით და გადავარჩინეთ.”

მარინა ენდელაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი

აღნიშნული განცხადება ენდელაძემ, POSTV-ის ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 420 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 111 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,672,149 მიაღწია. გარდაიცვალა 186,916 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 731,754 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....