aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, რომ მედიის წარმომადგენლები ჯერ არ დაინფიცირებულან” – ცერცვაძე

“სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, რომ მედიის წარმომადგენლები, ჯერჯერობით, არ ინფიცირდებიან. ისინი, რა თქმა უნდა, შედიან რისკის ჯგუფში, მუდამ მოვლენათა ეპიცენტრში არიან და ძალაუნებურად უწევთ, თუნდაც სოციალური დისტანციის დარღვევა, რომ რესპოდენტთან ახლოს მივიდნენ ინტერვიუს ასაღებად… ღმერთი იფარავთ მათ.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

აღნიშნული განცხადება ცერცვაძემ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 420 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 111 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,672,149 მიაღწია. გარდაიცვალა 186,916 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 731,754 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

 

იტვირთბა....