“ხელისუფლება რამდენიმე კურდღელს იჭერს. შეუძლია, მოსახლეობა გამოკეტოს სახლებში და თუ იქ არ გამოიკეტებიან, ციხეში გამოკეტავენ – ამითიც კაიფობენ. პლინტუსს ქვევით ჰქონდათ რეიტინგი და არაფრისგან დახატეს სურათი, რომ გმირები არიან და უფრო მაგრად უმკლავდებიან ვირუსს, ვიდრე ამერიკისა და გერმანიის ჯანდაცვის სისტემა. პლიუს ფულს აკეთებენ და კონტროლი არ არსებობს. შპს „ჯიბეს“ მისცეს მონოპოლია და ფულს ასხამენ ჯიბეში და მსგავსი მონოპოლია უამრავი იქნება. კიდევ როდის ექნებათ შანსი.”
ზურა ჯაფარიძე – “გირჩის” ლიდერი
აღნიშნული განცხადება ჯაფარიძემ, “ფორმულას” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ხელისუფლება არსებული სიტუაციიდან სარგებელის მიღებას ცდილობს.