aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩვენ მოგვიწევს ამ ვირუსთან კოჰაბიტაცია” – თენგიზ ცერცვაძე

“ჩვენ მოგვიწევს ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება და ჩვენ მოგვიწევს ამ ვირუსთან კოჰაბიტაცია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ერთმანეთის გვერდზე დავდგეთ, ხელები ჩავჭიდოთ, რომ ეპიდემიას არ ჰქონდეს აღმავალი მიმართულება. შევზღუდოთ, შევაჩეროთ და თუ ამას მივაღწევთ, მაშინ შეგვექმნება ისეთი სიტუაცია, რომ ეს დაავადება იარსებებს, ასე ჩქარა არ გაქრება, მაგრამ ის არ შექმნის ფართე გავრცელების და ეპიდემიის გავრცელების რისკს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსის ისე მართვა, რომ ამ ეპიდემიიდან ის ერთეულ და ათეულ შემთხვევაზე გადავიდეს.“

aviabiletebi
ავიაბილეთები

თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

“საზოგადოებრივი მაუწყებელი”

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 420 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 111 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,672,149 მიაღწია. გარდაიცვალა 186,916 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 731,754 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

 

იტვირთბა....