aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყინულმჭრელი ადამიანი“ – ხუხაშვილი სააკაშვილის უკრაინაში ვიცე-პრემიერობაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რის საფუძველზეც ირკვევა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის პოლიტიკურმა გუნდმა მას ქვეყნის ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა.

ხუხაშვილის განცხადებით, ზელენსკის ამ გადაწყვეტილებაში არის გარკვეული ლოგიკა, რადგან უკრაინის პრეზიდენტმა დღემდე ვერ მოახერხა კორუფციული ჭაობის ამოშრობა.

აღნიშნული განცხადება ხუხაშვილმა “პრაიმტაიმთან” გააკეთა.

„პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, ზელენსკის ამ გადაწყვეტილებაში არის გარკვეული ლოგიკა. უკრაინის პრეზიდენტმა დღემდე ვერ მოახერხა კორუფციული ჭაობის ამოშრობა. მას სჭირდება ყინულმჭრელი, ადამიანი რომელსაც შეუძლია ამ ტიპის სისტემების მორყევა და დანგრევა მაქსიმალური აგრესიით. რეფორმების მიმართულებით ზელენსკიფიქრობს, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობს. რადგან თუ სააკაშვილი ეყოლება, ამ ბრძოლაში ზელენსკიწარმატებული იქნება და ამით დაიწერს ქულებს და რაღაც გარღვევას მოახდენს. თუ წარუმატებელი იყო, ერთ პრობლემას მოიშორებს სააკაშვილის სახით. შესაბამისად, ის პოლიტიკურად სწორ თამაშს თამაშობს. გასაგებია, რომ გარკვეულ სირთულეებს იწვევს საქართველოსთან ურთიერთობაში, თუმცა ჩვენს თავზე ნუ ვიქნებით მაღალი წარმოდგენის, რომ ჩვენ ვინმე ანგარიშს უნდა გვიწევდეს. ისე დავაყენეთ საქმე, რომ ანგარიშს უკვე აღარავინ გვიწევს არაფერში“. – განაცხადა ხუხაშვილმა.

იტვირთბა....