“აპრილის ბოლო მოდის და პიკს ვუახლოვდებით, არის იმის წინაპირობა, რომ ეს პიკი არ იყოს ძალიან ციცაბო და იყოს პლატო. არის იმის წინაპირობა, რომ იყოს ორ-სამ კვირიანი პლატო და მერე დაიწყოს დაღმასვლა, დღეს ეს მოლოდინი სავსებით რეალურია და დღეს უფრო. დღეს ამის რწმენა უფრო მომემატა.”
თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
აღნიშნული განცხადება ცერცვაძემ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 420 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 111 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,672,149 მიაღწია. გარდაიცვალა 186,916 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 731,754 პაციენტი.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.