ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მაქანების მოძრაობის შეზღუდვის გაგრძელებას არ ვემხრობი..” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება. რომლის მიხედვითაც, ქვეყნის მასშტაბით, მსუბუქი ავტომობილების გადააგილება 27 აპრილამდეა შეზღუდული.

“მე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ვუჭერდი მხარს და ახლაც ვუჭერ. რაც შეეხება მანქანების მოძრაობის შეზღუდვის გახანგრძლივებას მხარს არ ვუჭერ. იმიტომ, რომ ეს მაინც ძალიან დიდი დისკომფორტია. ძალიან ბევრს მართლა საქმისთვის სჭირდება სიარული და არა გასართობად. თუნდაც ავადმყოფებს, სხვადასხვა სამედიცინო პროცედურებისთვის და სხვა ღონისძიებებზე და ყველაფერი ამის კეთება სპეციალური საშვებით და ბეჭედდასმული ქაღალდებით ძნელია. ვფიქრობ, რომ ერთი კვირის შემდეგ იქნება ისეთი სიტუაცია, რომ შესაძლებელი გახდება მანქანების მოძრაობის აღდგენა, იმ პირობით, რომ ცოტა ვისწავლეთ, თუ როგორ მოვიქცეთ. დარწმუნებული ვარ, შეზღუდვები როცა მოიხსნება, ადამიანები სიფრთხილეს გამოიჩენენ.”

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 420 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 111 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,672,149 მიაღწია. გარდაიცვალა 186,916 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 731,754 პაციენტი.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....